პაკისტანის ხელისუფლებამ დააკავა მულა ხაზიფ მუჰამად ხიშტი, რომელსაც მკრეხელობაში ედება ბრალი.
სასულიერო პირს ადანაშაულებენ, რომ მან სპეციალურად ჩაუდო 14 წლის გოგონას - რიმშა მასიხს ნაგვის ვედროში ყურანის დამწვარი ფურცლები, რათა ბავშვი დაედანაშაულებინათ და სიკვდილით დაესაჯათ.
არასრულწლოვანი ისლამაბადის გარეუბნის მცხოვრებმა მალიქ ჰამადმა ამხილა. მან აღმოაჩინა, რომ რიმშამ ნაგავსაყრელზე ყურანის დაფერფლილი ფურცლები გადაყარა და დაასკვნა, რომ ეს ბავშვმა გააკეთა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ რიმშა ქრისტიანული ოჯახიდანაა, რის გამოც მთელი ქრისტიანული თემი კონტროლზე აიყვანეს. ბავშვს კი სიკვდილით დასჯა ელოდა.
ამ ისტორიამ საერთაშორისოდ გახმაურებული ხასიათი მიიღო. თუმცა მალე გამოჩნდა მოწმე, რომელმაც განაცხადა, რომ დამწვარი ყურანის ფურცლები რიმშას ადგილობრივმა მულამ ჩაუდო.
მულას დაკავება არ ნიშნავს არასრულწლოვანის გამართლებას, თუმცა ამან გოგონას თანამგრძნობთა რაოდენობა გაზარდა. მიუხედავად ამისა, ისლამაბადის პროკურორმა განაცხადა, რომ მასიხის გასამართლებას კვლავაც შეეცდება.
რელიგიის შეურაცხყოფა პაკისტანში უმძიმესი დანაშაულია და სასიკვდილო განაჩენით ისჯება.
internet.ge