6 წლის ბავშვი,
რომელსაც საკუთარ ოთახში ეძინა, გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მას სასიკვდილო ჭრილობები
ჰქონდა მიყენებული. სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები აღენიშნება მის 12 წლის დასაც,
რომელსაც იმავე ოთახში ეძინა.
ინციდენტის შესახებ
პოლიციას 12 წლის გოგონამ ცხელი ხაზის მეშვეობით შეატყობინა.
სამართალდამცავთა
განცხადებით, შემთხვევის დროს ბავშვებთან ერთად სახლში ორი არასრულწლოვანი, 9 და
14 წლის გოგონა იმყოფებოდა. თინეიჯერი სამი მოზარდის მოსავლელად იყო დაქირავებული,
ვინაიდან, ბავშვების დედა საავადმყოფოში
იყო მოთავსებული, ხოლო მამა მათგან შორს ცხოვრობს.
პოლიციის
წარმომადგენელთა განცხადებით, დამნაშავე შესაძლოა იყოს პიროვნება, რომელიც
ბავშვებისათვის განკუთვნილ სათამაშო მოედანზე ხშირად შეუნიშნავთ. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს აღნიშნული პიროვნების ძიება.
შემთხვევა ნიუ ჯერსიში
მოხდა.
Internet.ge