ლოპოტას
ხეობაში ლიკვიდირებულ დივერსანტებს შორის ჩეჩენი ემისარის აჰმედ ზაკაევის პირადი მცველია, - ინფორმაციას რუსული გამოცემა კომერსანტი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დუხვაკა დუშუევი ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით ის ჩეჩენი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის, აჰმედ ზაკაევის უშუალო თანაშემწე და პირადი მცველი იყო. მოკლული 44 წლისაა.
ცნობისთვის, შს სამინისტრომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულ ბოევიკთა ვინაობა
სამ სექტემბერს დაასახელა. დუხვაკა დუშუევი სწორედ ამ სიაში
მოხვდა.
შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული
7 ცხედრიდან
2 არის საქართველოს მოქალაქე. ასლან მარგოშვილი და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი
5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი
ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი
იდენტიფიცირებული
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან:
დუკვახა
დოშუევი - დაბადების თარიღი:19/01/1968 დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ. ვეგენო.
სალამ
ზაურბეკოვი - დაბადების თარიღი:
14/12/1991 დაბადების ადგილი: ჩეჩნეთი, ქ.გროზნო.
ხაშიევ
ჯაბრაილი - დაბადების თარიღი:
24/01/1989 დაბადების ადგილი: ინგუშეთი.
მუსა ადუევი- დაბადების თარიღი: 28/03/1981 დაბადების ადგილი: ქ. გროზნო."
Internet.ge