თბილისში, გლდანის რაიონში, ახალგაზრდა მამაკაცმა
საკუთარი მეუღლე სცემა და დანით დაჭრა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს
შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესამსახურის წარმომადგენელმა ზურა გვენეტაძემ
განუცხადა, ეჭვმიტანილი 28 წლის რევაზ ქარდავა დაკავებულია.
„ამ დროისათვის მიმდინარეობს ქარდავას დაკითხვა,
მას ჩვენებას ართმევენ. იგი ჩადენილ დანაშულს აღიარებს“,- განაცხადა გვენეტაძემ.
დაჭრილი ქალბატონი, ნათია წიკლაური საავადმყოფოშია
გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, წყვილი ერთმანეთს შორდებოდა,
რაც კონფლიქტის სავარაუდო მიზეზი გახდა. გუშინ კი ისინი პოლიციის განყოფილებაში
იმყოფებოდნენ, სადაც რევაზ ქარდავამ მიიღო გაფრთხილება და დაწერა ხელწერილი იმის
თაობაზე, რომ ის მეუღლის სახლში არ მივიდოდა.
Internet.ge