ფორტ-უერთელი
ქალბატონი სახლიდან მოტყუებით წაიყვანეს და მასზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობა
განახორციელეს. მედიასაშუალება „myfoxtwincities“ ავრცელებს ვიდეომასალას სადაც
ასახულია ქალბატონის დაზიანებული სხეული. მას მძიმედ აქვს დაშავებული მუხლები.
ინციდენტი
გასულ ვიქენდზე, დაახლოებით, ღამის ორ საათზე მოხდა.
დაზარალებულის
განცხადებით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც სახლში მეგობრებს ელოდებოდა. მისი
თქმით, სახლის კარებთან ადამიანის ჩრდილი დაინახა და მივიდა, რათა გაერკვია ვინ
იყო. სწორედ ამ დროს ვიღაცამ გარეთ ძალით გაიყვანა და გააუპატიურა.
ფორტ-უერთელი
ქალბატონი განცხადებით, თავდამსხმელი მაშინ გაიქცა, როდესაც მასთან მოსული
სტუმრების ხმა გაიგონა.
პოლიცია იძიებს
შემთხვევას. თუმცა, სამართალდამცავები კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებენ.
Internet.ge