6 წლის ბიჭმა, რომელიც
საკუთარ საძინებელ ოთახში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად და
გადაარჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც პოლიციის
წარმომადგენლებმა გადარჩენილ გოგონასთან გასაუბრება შეძლეს.
12 წლის გოგონას
განცხადებით, ოსვალდო რივერა მას თავს
დაესხა, გააუპატიურა და შემდეგ მისი მოკვლა სცადა, თუმცა, ის ძმამ გადაარჩინა. გოგონამ
სახლიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, მის 6 წლის ძმას თავდამსხმელმა სასიკვდილო
ჭრილობები მიაყენა.
31 წლის ოსვალდო
რივერას, რომელიც საამართლო პროცესს არ დაესწრო, ბრალად ედება თავდასხმა, განზრახ
მკვლელობა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება.
Internet.ge