საბარგულში აღმოჩენილი გვამის საიდუმლო გახსნილია
13:33 05.09.2012
|
დღის სიახლეები
|
სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა 23 წლის კარელიელი მამაკაცის მკვლელობა გახსნეს, რომელიც პეტერბურგში ორი წლის წინ უცნაურად გაუჩინარდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილად გამოცხადებულია ვოლოგდელი 26 წლის მამაკაცი, რომელმაც, როგორც ცნობილი გახდა, იმ დღეს ნაქირავებ ბინაში, ალკოჰოლური სასმელის მიღებისა და ჩხუბის შემდეგ ჰანტელებით მოკლა სტუმარი.
იმისათვის, რომ დანაშაული დაეფარა, მამაკაცმა ცხედარი მსხვერპლისვე მანქანის საბარგულში ჩადო, რის შემდეგაც ავტომანქანა ჩრდილოკავკასიელს მიჰყიდა.
გვამი საბარგულში სწორედ მან აღმოაჩინა, თუმცა პოლიციისთვის არ მიუმართავს და ცხედარი, სოფელ შუშარაში კანოეში ჩააგდო, მანქანა კი ნაწილებად დაშალა და გაყიდა.
სისხლის სამართლის საქმე მის მიმართაც არის აღძრული.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|