კანონიერი ქურდი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს
15:39 05.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ადლერში ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი, იგივე „დედ ჰასანი“ დააკავეს, თუმცა რამდენიმე საათიანი გასაუბრების შემდეგ ისევ გაუშვეს.
ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებს უსოიანთან ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბარი სურდათ, რომელიც სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისას სახელმწიფო სახსრების დატაცებას ეხება.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ეს უსოიანის დაკავების პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის ბოლო პერიოდში.
ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|