საავადმყოფოდან ჩვილი მოიპარეს
16:46 05.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ქალმა, რომელსაც თავად არ შეუძლია შვილის გაჩენა, საავადმყოფოდან ბავშვი მოიპარა.
შემთხვევა კარპატისპირეთში მოხდა.
36 წლის ქალმა ბავშვი მაშინ გაიტაცა, როცა ექიმი ოთახიდან გავიდა.
გამტაცებელი ივანო-ფრანკოსვსკის ოლქის მცხოვრები აღმოჩნდა და სამართალდამცველებმა ქალაქ მუკაჩევოს რკინიგზის სადგურზე დააკავეს.
ქალმა მაშინვე აღიარა დანაშაული და განაცხადა, რომ ძალიან სურს ჰყავდეს საკუთარი შვილი.
ბავშვი კი საავადმყოფოში მშობლების გამო მოხვდა, რადგან სასამართლოში მათთვის მშობელთა უფლებების ჩამორთმევის საკითხი იხილებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, პატარა სწორედ მშობლების დავალებით მოიპარეს.ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაისჯება ბავშვის ქურდი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|