საქართველოს მოქალაქე ეკატერინბურგის შსს-ს სპეცგამანაწილებელში თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა
სვერდლოვსკის
შსს-ს განყოფილების პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე
სპეცგამანაწილებელში თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა.
შემოვლის
დროს, როცა მის კამერაში შეიხედეს, დაინახეს, რომ სხვადასხვა ნივთისგან მამაკაცს
თოკი ჰქონდა გაკეთებული და თვითმკვლელობას ცდილობდა. მოგვიანებით კი მის მიერ
დაწერილი წერილიც იპოვეს.
მამაკაცი,
რომლის გვარი და სახელიც არ კონკრეტდება, რუსეთის ფედერაციაში შესვლის რეჟიმის
დარღვევაშია ბრალდებული.
Internet.ge