თბილისის
საქალაქო სასამართლოში დღეს, თურქეთში საიუველირო ნაწარმის დიდი რაოდენობის ძარცვის ბრალდებით დაკავებული ქართველების სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენს.
საქმე
ეხება თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ძვირფასი ნივთების ძარცვის ფაქტს.
ადგილობრივი
მედიასაშუალებების
ინფორმაციით,
ორდუში 9 მარტს საიუველირო მაღაზიის ძარცვის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობები იქნა მოპარული. მძარცველებმა მაღაზიაში გვირაბის მეშვეობით შეაღწიეს. საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სამი მოქალაქეა დაკავებული.
დაკავებულებიდან
დანაშული ამ დროისთვის მხოლოდ ერთმა აღიარა. ძებნაშია კიდევ სამი პირი.
საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტმა საუკუნის ძარცვის გამო საქართველოს მოქლაქეები 14 მარტს დააკავა.
დაკავებულებს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში
10-10 წლით
თავისუფლების
აღკვეთა ემუქრებათ.
internet.ge