ერთდღიანი ძებნი შემდეგ, ხელვაჩაურის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 68 წლის თაზიმ დუმბაძე
გარდაცვლილი იპოვეს.
სოფელ
ყოროლისთავის
მკვიდრის ამოყვანა მაშველებმა გამთენიისას მოახერხეს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ადგილობრივებმა
განუცხადეს, თაზიმ
დუმბაძე სახლიდან გუშინ დილის 10 საათზე ტყეში პირუტყვის საკვების შესაგროვებლად წავიდა.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით,
დუმბაძეს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. მას ურთულესი ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული,
რის შემდეგაც ხანდაზმული გულს ხშირად იტკიებდა.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ადგილობრივი
ექსპერტიზა ადგენს.
Internet.ge