რუსეთში
დააკავეს 15 წლის მოზარდი, რომელმაც 3 თვის წინ მამაკაცი ცემით მოკლა.
25 მაისს
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოზარდმა მეგობარი გოგონა სახლში მიაცილა. ამის
შემდეგ, მასთან უცნობი მ
ამაკაცი მივიდა და სიგარეტზე მოკიდება სთხოვა. პასუხად,
მოზარდმა გამვლელი ისე ძლიერად სცემა, რომ 40 წლის მამაკაცი მიღებული ტრავმების
შედეგად გარდაიცვალა.
პოლიციაში
აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილს, ზოგადად, ძალიან უარყოფითად ახასიათებენ - სცემდა
ბავშვებს, იპარავდა ავტომანქანებს, თუმცა მოხდა ისე, რომ მისი დაკავების გადაწყვეტილება,
ასაკის გამო, სამართალდამცავებს არასოდეს მიუღიათ.
ამჯერად,
არასრულწლოვან მკვლელს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
internet.ge