ბრიტანელმა ახალგზარდამ
მობილური ტელეფონით გადაიღო მეგობარი გოგონას თვითმკვლელობა. როგორც მან პოლიციას
აუხსნა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ის არავის დაედანაშაულებინა მკვლელობაში.
როგორც The Daily Mail წერს, 22 წლის ჰარი
ნიუელი ბარში თავის ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად შევიდა და დაინახა ჯოან
გრიფიტსი, 19 წლის ექს-შეყვარებული, რომელიც უკვე კარგად ნასვამი იყო, ხოლო როცა
ყოფილი ბოი-ფრენდი დაინახა, სკანდალი მოაწყო.
ის ჰარიმ დასამშვიდებლად გარეთ გაიყვანა,
მაგრამ გოგონა მაგისტრალზე ზევიდან გამავალი ხიდისკენ გაიქცა და განაცხადა, რომ
თავის მოკვლა სურდა.
ბიჭმა ჩანაფიქრი ვერაფრით გადააფიქრებინა, ამ დროს ხიდის ქვეშ მოძრაობაც ჩაკეტეს,
პოლიციაც დიდხანს ესაუბრებოდა ჯოანას, მაგრამ რაღაც მომენტში ის მაინც
გადახტა.
როცა ნიუელი დაკითხეს, მან სამართალდამცავებს აჩვენა გოგონასთან ბოლო
დიალოგის ვიდეო, როგორც მტკიცებულება, რომ მომხდარში დამნაშავე არ არის. ამ
საუბრის გარდა ვიდეოზე არის უშუალოდ თვითმკვლელობის კადრებიც.
მართალია, გრიფიტსის სიკვდილში ნიუელს არავინ ადანაშაულებს, მაგრამ
პოლიციას შეუძლია, თვითმკვლელობის მიზეზად მათ შორის ურთიერთობის გაწყვეტა
დაასახელოს. ჯერჯერობით გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს: თვითმკვლელობამდე გოგონა
ალკოჰოლმა მიიყვანა, ან მეგობარი მამაკაცის დაკარგვით გამოწვეულმა გულგატეხილობამ.
Internet.ge