GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განზრახ მკვლელობებსა და ყაჩაღობებში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
17:06 24.03.2012
დღის სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა გიორგი გელაძის მიმართ, რომელმაც 1996 წელს, საქართველოში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებების ჩადენის შემდგომ, დანაშაულებრივი საქმიანობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განაგრძო. საგულისხმოა რომ, ბაქოს საქალაქო სასამართლომ, იმ დროისთვის საქართველოს სამართალდამცავების მიერ ძებნილ - გიორგი გელაძეს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განსახილველ საქმეზე, გიორგი გელაძეს ბრალად ედებოდა 1996 წლის 5 ნოემბერს, ოთარ კ.-ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა და მისი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა; 1996 წლის 29 ნოემბერს ჯამბულ გ.-ს განზრახ მკვლელობა; ასევე 1996 წლის 07 დეკემბერს ავთანდილ თ.-ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა და მისი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა.საქმის მასალების მიხედვით, გიორგი გელაძე 1996 წლის 5 ნოემბერს, გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებაში, საკუთარ ავტოფარეხთან, ყაჩაღურად თავს დაესხა ოთარ კ.-ს. გიორგი გელაძემ ყაჩაღობის ჩადენის გასაადვილებლად, ოთარ კ.-ს ესროლა და გასტაცა 5000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთარ კ. მიყენებული დაზიანებების შედეგად - 15 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იმავე 1996 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში გიორგი გელაძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯემალ გ.-ს მოკვლის მიზნით, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა, რის შედეგად ჯემალ გ. ადგილზე გარდაიცვალა.

1996 წლის 7 დეკემბერს, გიორგი გელაძემ ქ.თბილისში კვლავ ყაჩაღობა და განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, კერძოდ, ის ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მომუშავე ავთანდილ თ.-ს და გასტაცა ფულადი თანხა, ამასთან ავთანდილ თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით ორჯერ ესროლა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ავთანდილ თ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო გიორგი გელაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ღია სასამართლო სხომაზე, საქმის არსებითი განხილვისას გიორგი გელაძემ წარდგენილი ბრალდებებიდან თავი დამნაშავედ ცნო ორი პირის განზრახ მკვლელობაში ნაკლებად მსუბუქი კვალიფიკაციით, თუმცა სასამართლო გამოძიების ეტაპზე განსასჯელმა თავი აღარ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური და ბიოლოგიურ-ტრასოლოგიური ექპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი გელაძეს დანაშაულთა ერთობლიობით, 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო საბოლოოდ მას ბაქოს საქალაქო სასამართოს 1998 წლის 07 ივლისისა და ზემოაღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენთა ერთობლიობით უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლება1
გიორგი თარგამაძე: ბიუჯეტში ცვლილებები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს2
სინოდის განჩინებით ID ბარათები ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის3
რობიზონ კრუზოს კუნძული შეისწავლეს4
მეცნიერები მკვლელ-პლანეტას - ნიბირუს ეძებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X