ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 27 წლის
ვოლგოგრადელი ქალი, რომელმაც თავისი ორი მცირეწლოვანი შვილი მე-15 სართულიდან
გადმოყარა, შეურაცხადია.
შესაბამისად, გალინა რიაბკოვა სასჯელს არა კოლონიაში, არამედ,
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხდის.
ტრაგედია მოსკოვის ოლქის ქალაქ დოლგოპრუდნიში მოხდა. დღის დაახლოებით 15:00
საათზე ქალმა 4 და 7 წლის ბიჭუნები მე-8 სართულიდან მე-15 სართულზე აიყვანა და
გადმოყარა. ბავშვები სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპნენ.
დაკითხვაზე რიაბკოვამ აღიარა დანაშაული, მაგრამ განმარტა, რომ ბავშვები მას ყელში
ამოუვიდა.
საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ დაკავების მომენტში ქალი
მშვიდად იყო, ასევე დაკითხვის დროსაც, თუმცა არაადეკვატური პასუხები ჰქონდა.
მაგალითად, თავის შვილებს „ანგელოზებად“ მოიხსენიებდა და კმაყოფილი
იყო, რომ ისინი „ცაში არიან“.
ცნობილია ასევე ისიც, რომ რიაბკოვას ერთხელ თვითმკვლელობის მცდელობაც
ჰქონდა.
Internet.ge