საყვარელი ქალის ბებიის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი დღეს განახლდება
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 29 წლის იოსებ რიბაკოვის საქმის განხილვა განახლდება, რომელსაც ბრალად 72 წლის ქალის გაუპატიურება და მკვლელობა ედება.
რიბაკოვს პირველი ინსტანციის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შემზარავ დანაშაულს, რომელიც მან გასულ წელს ჩაიდინა, რიბაკოვი ასე იხსენებს:
,,ვიმყოფებოდი ჯანიაშვილი გელას ოჯახში, დავლიეთ ღვინო, წამოვედი იქიდან და მივედი ძულიაშვილი თინას ოჯახში, მინდოდა მისი შვილიშვილის ნახვა, რის გამოც ბებიამისმა დამიწყო წიწინი, წყევლა და ჩხუბი, დამემუქრა ბიჭებით, ნათესავებით, რის გამოც ავყევით, შევათრიე სახლში, ავაფარე პირზე ხელი და დავუკავე თავი და დავცხე. რო გაიხადა ტანსაცმელი, დავუწყე გაუპატიურება. ერთი-ორი პროსტა ჩავარტყი წელში რომ გამეთიშა. იქვე ჯამი იდო მაგიდაზე და ის ჩავარტყი თავში გათიშვის მიზნით, დავტოვე ასე მიცვალებული, არ ვიცოდი თუ მკვდარი იყო, გადავაფარე პალტო, გამოვედი და წამოვედი სახლში.''
აღნიშნული ჩვენება შს სამინისტრომ მისი დაკავების შემდეგ გაავრცელა.
Internet.ge