რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო განყოფილების ცნობით უკვე
სასამართლოს გადაეცა იმ მოროდიორების საქმე, რომლებიც სმოლენსკის კატასტროფის
შემდეგ დააკავეს.
საუბარია 4 სამხედრო მოსამსახურეზე, რომლებიც ტრაგედიის ადგილზე
იმყოფებოდნენ. გამოძიების მონაცემებით, მათ გაანაღდეს ფული საკრედიტო ბარათებიდან,
რომლებიც კატასტროფის შედეგად დაღუპულ Ту-154-ის მგზავრებს ეკუთვნოდათ, კერძოდ,
პოლონეთის პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს.
ოთხივე სამხედრო
მოსამსახურე აღიარებს დანაშაულს. სასამართლო საქმის განხილვას უახლოეს მომავალში
დაიწყებს.
Internet.ge