დღეს ერაყში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი
ტერაქტები განხორციელდა.
სააგენტო „როიტერის“ მონაცემებით, აფეთქებების სერიას, რომელიც სუნიტმა
მეამბოხეებმა მოაწყვეს, 60 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაჭრილია.
ყველაფერი სოფელ ედ-დუჯეილიდან დაიწყო. ბოევიკთა
სამიზნე პოლიციის ობიექტები გახდა. სოფელში თვითმკვლელმა, რომელიც საჭესთან იჯდა
11 რეკრუტი მოკლა, რომლებიც არმიაში ჩასაწერად ემზადებოდნენ. ასევე ბოევიკები თავს
დაესხნენ სამხედრო ბაზას და ათობით ჯარისკაცი მოკლეს.
აფეთქებები და სროლა ისმოდა ქალაქებში - სამარაში,
ბასრაში, ნასირიაში, სადაც საფრაგნეთის საკუნსულოსთან მოხდა აფეთქება. ტერაქტი
მოხდა ელ-ამარას მეჩეთთანაც, სადაც 16 ადამიანი დაიღუპა.
ტერაქტები მოყვა 2 დღის წინ კირკურში შიიტური
მეჩეთის სიახლოვეს აფეთქებებს, რა დროსაც 8 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ ერაყში სასტიკი
წინააღმდეგობაა სუნიტებსა და შიიტებს შორის.
Internet.ge