მნიშვნელობა არ აქვს არასრულწლოვანი ცოცხალია თუ
არა, ჯანმრთელია თუ ზიანი მიაყენეს - ყველა შემთხვევაში, მოტაცების დროს,
უკრაინაში, საქმე მკვლელობის მუხლით აღიძვრება.
სწორედ მკვლელობის მუხლით აღიძრა საქმე და ახლა
ინტერპოლი ეძებს 19 წლის პეტერბურგელ ვიტალი კლიმიშინს, რომელმაც უკრაინელი 14
წლის გოგონა ინტერნეტით გაიცნო, კალინოვკაში ჩააკითხა და მამამისსაც შევხდა.
ახალგაზრდა ღამის გასათენებლად მამამ სასტუმროში
გაგზავნა და გააფრთხილა, ქალიშვილის ხელი მერე ეთხოვა - როცა გოგონა გაიზრდებოდა.
შვილს კი სახლში დარჩენა უბრძანა.
დილით
მამამ გაარკვია, რომ არც მისი ქალიშვილი იყო სახლში და აღარც დაუპატიჟებელი
სტუმარი სასტუმროში.
საქმეში რუსი სამართალდამცველებიც ჩართეს. ვიტალის
დედამ მათ განუცხადა, რომ მისი შვილი ზრდასრულია და კითხვები მას დაუსვან.
უკრაინის პოლიცია ახლა იმაზე მეტად უფრო
ნერვიულობს, რომ თუ ახალგაზრდებმა საზღვარი გადაკვეთეს, რუსეთში გასამგზავრებლად
ზედმეტი სამივლინებო ხარჯების გაწევა მოუწევთ. ამიტომ ისინი პირდაპირ ინტერპოლს
გადასცეს ძებნაზე, გამომძიებელი კი ყველაზე კარგ გამოსავალს ურჩევს გოგონას მამას,
- სანკტ-პეტერბურგში მძახლების გასაცნობად ჩავიდეს.
Internet.ge