50 წლის მამაკაცის გვამი ნაგვის გადამუშავებისას
აღმოაჩინეს.
ვარაუდობენ, რომ უსახლკარო მამაკაცი ნაგვის ურნაში
დასაძინებლად ჩაძრვა, ხოლო მენაგვეებმა ის ურნიდან პირდაპირ ნაგვის მანქანაში
გადაუშვეს, ისე, რომ არაფერი დაუნახავთ.
გვამის გაკვეთისას დადგინდა, რომ მამაკაცმა
სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჯერ კიდევ ნაგვის მანქანაში მიიღო, სადაც
სპეციალური პრესი მუშაობს.
პოლიცია სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ
აპირებს და მომხდარს, უბრალოდ, უბედურ შემთხვევას უწოდებს.
Internet.ge