თვითმკვლელი, რომელიც
ინგუშეთში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის დაკრძალვაზე აფეთქება მოაწყო და
ძალოვნები იმსხვერპლა, გაირკვა, რომ ჩეჩნეთის შს ორგანოების ერთ-ერთი ყოფილი
ხელმძღვანელის - ხამზათ იდილოვის შვილი იყო, რომელიც პროფესიით ჟურნალისტი იყო.
თავად ხამზათ იდილოვი 2007 წელს დაიღუპა.
ჰუსეინ იდილოვი კი იძებნებოდა, როგორც ბანდფორმირების
წევრი.
ახლა, მისი სიკვდილის შემდეგ ძალოვნები ცდილობენ იმ ჯგუფზეც გავიდნენ, რომელთანაც
იდილოვს ჰქონდა კავშირი.
ტერაქტი ინგუშეთში 19 აგვისტოს მოხდა.
ტერორისტმა-თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც 7
ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაიჭრა. ყველა მათგანი შსს-ს თანამშრომელი იყო.
internet.ge