ბრაზილიაში 2010 წელს დაწყებულმა სკანდალმა ახალი ძალით იფეთქა. ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა მეკარემ ბრუნო ფერნანდეს დე სოუზამ, რომელიც მოდელისა და პორნოვარსკვლავის გატაცებაში იყო ბრალდებული, 25 წლის ელიზა სასტიკი წამებით მოკლა, შემდეგ კი მისი დანაწევრებული სხეული თავის როტვეილერებს აჭამა.
დანაშაული მას შემდეგ ჩაიდინა, რაც ქალმა, რომელიც მისი საყვარელი იყო, უთხრა, რომ ფეხმძიმედ იყო. ცოლ-შვილიან ფეხბურთელს რეპუტაციის შებღალვა არ სურდა და ამიტომაც, მკვლელობა დაგეგმა.
ირკვევა, რომ მოდელის გატაცებაში მონაწილეობდა მისი ცოლი და 7 ადამიანი, რომელთა შორისაც ყოფილი პოლიციის გამომძიებლის ლუის სანტოსის მცირეწლოვანი შვილიც იყო.
მოდელის წამებასა და მკვლელობაში კი თავად სანტოსიც აქტიურად იყო ჩართული.
გამოძიების მონაცემებით, ექს-პოლიციელი სანტოსი ტყვეს სასტიკად აწამებდა, ფეხბურთელი კი ამ სცენით ტკბებოდა.
როცა მძევალი მოკლეს, მისი სხეული დაანაწევრეს და როტვეილერებს აჭამეს, ზოგიერთი ნაწილი კი მიწაში ჩამარხეს და ზედ ბეტონი დაასხეს.
ფეხბურთელი უარყოფს დანაშაულს, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ ყველა მტკიცებულება.
Internet.ge