ხაკასიაში
სამართალდამცველები სასტიკი მკვლელობის საქმეს იძიებენ: სოფელ პოდსინეეს ერთ-ერთ
სახლში 6 ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, მასობრივი მკვლელობა 43 წლის ბელორუსმა
მამაკაცმა ჩაიდინა. მან ცოლ-შვილი და მეუღლის მშობლები დახოცა იმის გამო, რომ ქალი
საცხოვრებლად დედ-მამასთან გადავიდა.
მოკლული
ბავშვების ასაკი 4 და 9 წელია. პეტრე ივანშინმა ისინი ცეცხლსასროლი იარაღით
დახოცა.
ამ სისასტიკის
შემდეგ კი თავადაც მოიკლა თავი, ხოლო მეზობელს დაუტოვა ფული და წერილი, რომელშიც
წერდა, რომ ყველანი დაეკრძალათ.
Internet.ge