თურქეთში 28 წლის ქართველი მამაკაცი - გიორგი
მიქაბერიძე გარადაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი სამართალდამცავების ცნობით,
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ცხედარს კისრის არეში თოკის კვალი ეტყობა.
არსებული ვერსიით, ბიჭმა ან
თავი ჩამოიხრჩო ან ჩამოახრჩვეს. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
სამართალდამცავებმა უკვე შეისწავლეს მიმდებარე ტერიტორია და ახლა სათვალთვალო
კამერით გადაღებულ ვიდეოჩანაწერს სწავლობენ.
internet.ge