ორი უცნობი პირი უკრაინის რადას წევრობის ოპოზიციონერ კანდიდატს დაესხა
თავს. იგორ სობოლი სასტიკად არის ნაცემი.
ინცინდენტი სობოლის სახლთან მოხდა. მას უეცრად დაესხნენ თავს და
სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიაყენეს. უფრო მძიმე შედეგებისგან ოპოზიციონერი
ოჯახის წევრებმა და მეზობლებისგან იხსნეს, რომლებიც მის ყვირილზე გავიდნენ გარეთ.
სობოლს დაჟეჟილობები აღენიშნება და ტვინის შერყევა აქვს.
სამართალდამცველები შემსრულებლების გარდა, ახლა, დანაშაულის
შემკვეთებსაც ეძებენ.
internet.ge