უკრაინის გაერთიანებული
ოპოზიციის „ბატკივშინას“ სახალხო დეპუტატობის კანდიდატი იგორ ლესივი, რომელიც
სოფელ ჩერნომორსკოეში თავდასხმისა და წინასწარგანზრახული მკვლელობის გამოა
დაკავებული, ყოფილ ცოლს - ნატალია ლუკიანცევას ემუქრება.
ლუკიანცევა ამბობს, რომ
დღემდე შოკურ მდგომარეობაშია იმისგან, რაც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, როცა იგორ
ლესივი, მის ამჟამინდელ ქმარს (რომელთანაც ქალი ახლა ლესივის ქალიშვილთან ერთად
ცხოვრობს), საკუთარი ქალიშვილის თვალწინ დანით დაედევნა და ათობით ჭრილობა
მიაყენა. მართალია ის ახლა დაკავებულია, მაგრამ ექს-მეუღლეს ტელეფონით ურეკავს და
ემუქრება.
ოჯახი შეშინებულია.
„ვფიქრობ, ჩემს შვილს
საფრთხე ემუქრება, რადგან სატელეფონო ზარები არ წყდება. არ ვიცი, რატომ უშვებს
ამას მილიცია, როცა ადამიანი, რომელიც დაკავებულია, ნებისმიერ დროს დარეკვას და
მუქარას ახერხებს. ის ამბობს, რომ ბავშვსაც წამართმევს და სამსახურიდანაც
გამაგდებს. ეს ყოველდღიურად გრძელდება. უბრალოდ, ყურმილს აღარ ვიღებ“ - ამბობს
ლუკიანცევა.
აღნიშნული ფაქტის გამო
მან ყირიმის პროკურატურაში აგვისტოში უკვე ორი წერილი დაწერა.
„მეშინია, იმიტომ რომ, არ
ვიცი როგორ მოიქცევა ამის შემდეგ. თუ თავისუფლებაზე აღმოჩნდება, არ ვიცი, რა
მოხდება“ - შიშობს დეპუტატობის კანდიდატის ყოფილი მეუღლე.
ქალიშვილის წაყვანას კი ფსიქოლოგებთან აპირებს.
იგორ ლესივი კონსტანტინ ახმედოვზე (მისი ყოფილი
ცოლის ამჟამინდელ ქმარზე) თავდასხმის გამოა დაკავებული. ის მან დანით დაჭრა: ჯერ
მამაკაცს სახეში თავი ჩაარტყა, შემდეგ კი დანით მიაყენა ჭრილობები სახისა და
მკერდის არეში.
ამ ფორმით ლესივი ოჯახის უკან დაბრუნებას ცდილობს.
Internet.ge