ვარაუდობენ, რომ 9 წლის ანდრეი ალტუხოვი
თვითმკვლელობამდე მიიყვანეს.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის საგამოძიებო კომიტეტმა სწორედ
თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა სისხლის სამართლის საქმე.
ანდრეის რესპუბლიკური ბავშვთა სახლის საპირფარეშოში
თოკზე ჩამოკიდებული აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იქ ექიმებმა
მხოლოდ სიკვდილის ფაქტი დაადასტურეს.
ახლა გამოძიება ამოწმებს, რა ფსიქიურ მდგომარეობაში
იმყოფებოდა ბავშვი, რა პირობებში ცხოვრობდა და ჰქონდა თუ არა ვინმესთან კონფლიქტი.
Internet.ge