უკრაინაში, სოფელ კიროვსკში დედამ და მისმა 19 წლის
უფროსმა ქალიშვილმა უმცროსი შვილი - 14
წლის ნასტია მოკლეს და სახლის სარდაფში ჩამარხეს.
თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ქალი მოკლული
შვილის პენსიას იღებდა, რომელიც მას ინვალიდობის გამო ეძლეოდა. გოგონას ეპილეფსია
ჰქონდა.
აფგანოვების ოჯახი არაფრით გამორჩეული არ ყოფილა,
ბავშვებიც ჯანმრთელები იყვნენ, თუმცა დედამ, ერთხელ, უმცროს გოგონას გონების
დაკარგვამდე სცემა და ნასტიას ეპილეფსიაც სწორედ ამის შემდეგ დაეწყო. ამის გამო
სახლიდან წავიდა მამა, რომელსაც ნასტიასთან კავშირი არ გაუწყვიტავს და მუდმივად
ეხმარებოდა მას.
აღმოჩნდა, რომ მამა-შვილის ურთიერთობის გამო დედამ ეჭვიანობა
დაიწყო, სვამდა.
მალე მეზობლებმა შენიშნეს, რომ ნასტია აღარ ჩანდა და სოფლის ხელმძღვანელობას
აცნობეს. დედა ამტიკცებდა, რომ გოგონა ნათესავებთან გაგზავნა. სპეციალურმა
კომისიამ მილიციასთან ერთად წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა აფგანოვების
სახლში დასათვალიერებლად შესულიყო და სწორედ ამ დროს იპოვეს კიდეც სარდაფში
ჩამარხული ცხედარი.
დედა-შვილი დანაშაულს არ აღიარებს. მათი ვერსიით
გოგონას ღამით შეტევა დაემართა, მათ სცადეს შეეკრათ ტანის ქვედა ნაწილი, თუმცა
ღამით, სიბნელეში აერიათ და ე.წ. სკოტჩი ყელზე შემოახვიეს, დილით კი აღმოაჩინეს,
რომ გოგონა მკვდარია. შეეშინდათ და ცხედარი სარდაფში დამარხეს - ასეთია
დედა-შვილის ვერსია.
ნათესავები კი ამტკიცებენ, რომ გოგონა მოკლეს,
რადგან არ უყვარდათ.
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის
მუხლითაა აღძრული და ბრალის დადასტურების შემთხევაში, დამნაშავეებს, შესაძლოა,
სამუდამო პატიმრობაც კი მიუსაჯონ.
Internet.ge