იტალიაში, ქალაქ ბარში ქურდობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 15
კაციანი ჯგუფი აიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის
ორი ქართველიცაა. 37 წლის მირიან ცხოვრებაძე და 34 წლის თორნიკე გოგლიძე.
ისინი იმ დროს აიყვანეს როდესაც, ბინის გაძარცვას აპირებდნენ.
იტალიელმა სამართალდამცავებმა კი 50 კილოგრამი მოპარული ოქრო
იპოვეს. მოპარულ ნივთებს ისინი
ამუშავებდნენ, ძვირფას ქვებს კი სამკაულებიდან იღებდნენ და ცალკე ყიდდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულებს შორის, ბულგარეთის, ლიტვის და
იტალიის მოქალაქეებიც არიან.
Internet.ge