აშშ-ში დააკავეს 5
ანარქისტი, რომლებიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოკვლას და სახელმწიფო გადატრიალების
მოწყობას გეგმავდნენ.
ისინი ჯორჯიას შტატის მცხოვრებნი არიან და ანარქისტული დაჯგუფება FEAR-ისთვის
ფულის მოსაპოვებლად საკრედიტო ბარათების ქურდობაში, ავტომობილების გატაცებასა და
სხვადასხვა სახის ძარცვებში ედებათ ბრალი. სწორედ ამ დაჯგუფების წევრები,
გამოძიების ვერსიით, აპირებდნენ მოეკლათ პრეზიდენტი და სახელმწიფო გადატრიალება
მოეწყოთ.
მანამდე, ამ საქმის ფარგლებში პოლიციამ დააკავა 4 ყოფილი სამხედრო. თავიდან მათ
ბრალად ედებოდათ 19 წლის ასევე ყოფილი ჯარისკაცის მაიკლ რორკისა და მისი 17 წლის
მეგობარი გოგონას მკვლელობა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებულები
იყვნენ FEAR-ის წევრები და სახელმწიფო გადატრიალებას
გეგმავდნენ, რორკმა კი გასცა ისინი და ფულთან ერთად საზღვარგარეთ გაქცევას
აპირებდა.
internet.ge