აშშ-ის ელჩი ცეცხლმოკიდებული შენობიდან თანამშრომლების ევაკუაციისას დაიღუპა (VIDEO)
კრისტოფერ
სტივენსმა, რომელიც ლიბიაში აშშ-ის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმას
ემსხვერპლა, თანამშრომლები არ მიატოვა და სწორედ მაშინ დაიღუპა, როცა მათ
ცეცხლმოკიდებული შენობიდან ევაკუაციაში ეხმარებოდა.
ცნობილი ხდება, რომ სტივენსი მაშინ მივიდა საელჩოში, როცა შეიტყო, რომ იქ ძალადობა
მიმდინარეობდა.
ის ცდილობდა დროულად მოეხდინა თანამშრომელთა ევაკუაცია, თუმცა ამ პროცესს თავად
ემსხვერპლა.
ექიმების დასკვნით, ის ხანძრის შედეგად გაიგუდა.
ელჩის შველას დიდხანს ცდილობდნენ მედიკოსები, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
ექსტრემისტებმა ჯერ დაცხრილეს საკონსულო, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.
მოწმეები ამბობენ, რომ ტერორისტებმა შეძლეს ელჩის ცხედარი მისი ავტომანქანიდან
გამოეტანათ და ფოტოები გადაეღოთ, შემდეგ კი ის მიწაზე დააგდეს.
პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მკაცრად
შეაფასეს მომხდარი და ბენღაზისში დიპლომატთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვაო
ფეხოსნების დამატებითი დანაყოფები გაგზავნეს.
internet.ge