თანატოლების მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სასამართლო განაჩენს ელოდება
თბილისის საქალაქო სასამართლო 23 წლის გიორგი შენგელიას საქმეს განიხილავს, რომელსაც ბრალი თანატოლების მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედება. შენგელიამ აღნიშნული დანაშაული მიმდინარე წლის 2 იანვარს ჩაიდინა.
შენგელიას, ვაჟა კორკოტაშვილსა და მის მეგობრებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 24 წლის გიორგი ნადირაძესა და კორკოტაშვილს, შენგელია შანიძის ქუჩზე, სახლთან, შეიარაღებული ელოდებოდა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან 13 გასროლა განახორციელა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გიორგი ნადირაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა, ვაჟა კორკოტაშვილის გადარჩენა, მიუხედავად უმძიმესი დაზიანებებისა, ექიმებმა მოახერხეს.
სისხლიანი გარჩევიდან ორი კვირის შემდეგ, სამართალდამცავებმა საქმე გახსნეს და გიორგი შენგელია, რომლის მიერ ჩადენილი დანაშაულიც 20 წლიდან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
Internet.ge