92 წლის მამაკაცმა მისი
შვილის მოკვლა სამჯერ სცადა. ამისათვის მან თავდაპირველად ტაფა გამოიყენა, შემდეგ კი
იარაღი და დანა.
დაკავებული ბენჟამენ
კინგის განცხადებით, ის ქალიშვილზე გაბრაზებული იყო, რადგან მან „ძველი სკოლის
წესები“ დაარღვია. როგორც ცნობილია, დაზარალებულმა პერნაჩიამ ქალიშვილს საქმროსთან
დაძინების უფლება მისცა.
ბენჟამენმა შვილს თავში
ტაფა ჩაარტყა და უთხრა: „ეს საკმაოდ მძიმეა იმისთვის, რომ მოკვდე.“
ინციდენტის შემდეგ ქალი
გაიქცა, თუმცა, სახლში დატოვებული ქალიშვილის დასახმარებლად დაბრუნდა, სადაც მამა
იარაღით ელოდებოდა. მამაკაცმა იარაღიდან ორჯერ გაისროლა, თუმცა, მათ არცერთი ტყია
არ მოხვედრიათ.
პერნაჩიამ ცხელ ხაზზე
დარეკა და პოლიციას მომხდარის შესახებ შეატყობინა. ამ დროის განმავლობაში კი
ბენჯამენი სამზარეულოში შევიდა და დანა გამოიტანა.
დაზარალებულმა ქალმა
მამისათვის ცივი იარაღის წართმევა მოახერხა.
სამართალდამცავებმა ბენჟამენი
დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.
internet.ge