შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
თბილისში, ქრთამის შეთავაზების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე - ალი მამედოვი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა 2009 წლის მაისის თვეში სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული სამმართველოს, საგამოძიებო–ოპერატიული განყოფილების უფროსს, ზამურ ჭითანავას ქრთამის სახით 1 000 აშშ დოლარი
შესთავაზა და სანაცვლოდ საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთიდან კარტოფილის უკანონო გზით შემოტანას ითხოვდა.
აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339–ე მუხლით.
internet.ge