მოსკოვის პოლიციაში
ცხედრის დაკარგვის შესახებ შეტყობინება მიიღეს. აღმოჩნდა, რომ ქალმა ქმრის ცხედარი
მოიპარა, რათა ხელი
შეეშალა ექიმებისათვის, დაღუპულის ბოლო თხოვნა შეესრულებინათ: მისი ტვინი გაეყინათ
და შთამომავლობისათვის შეენახათ.
მიხეილ
ვორონინი რუსეთის დუმის ინჟინერი და ონკოლოგიური ავადმყოფი იყო. მან იცოდა, რომ
მალე მოკვდებოდა და კრიოცენტრთან შეთანხმება გააფორმა: აწ გარდაცლილმა 300 ათასი რუბლი გადაიხადა იმისათვის, რომ მას
შემდეგ, რაც გული გაუჩერდებოდა, ტვინი ისე გაეყინათ, რომ 1000 წლის შემდეგაც კი
მისი „მკვდრეთით აღდგომა“ შესაძლებელი ყოფილიყო.
როცა უკვე
ყველაფერი მზად იყო ამ პროცედურისათვის, ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ კლიენტის
ცხედარი გაქრა.
რა თქმა უნმდა,
შეთანხმების მიუხედავად, რომლის დარღვევაც უკანონობად ითვლება, ცოლს ქმრის ცხედარი
ვეღარ წაართვეს. ის ახლა მეუღლის დასაკრძალავად ემზადება.
Internet.ge