ვირჯინიის შტატის სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მაროკოელ ქალს, რომელიც ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ბორცვზე ტერაქტებს გეგმავდა -
იუწყება „ასოშეითედ პრესი“.
29 წლის არალეგალმა აღიარა, რომ აპირებდა მოქმედებაში მოეყვანა ტანზე
მიმაგრებული „თვითმკვლელის ქამარი“.
დაზვერვის ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი მას შემდეგ
დააკავეს, რაც ის ერთ-ერთ აგენტს შეხვდა და მასთან საუბარში ტერაქტების თემით
დაინტერესება გამოავლინა.
შემდეგ შეხვედრაზე აგენტმა ქალს „გაუმხილა“, რომ „ალ-ქაედას“ წევრია
და მას ქურთუკი შესთავაზეს, რომლის ჯიბეებიც, როგორც უთხრეს, ასაფეთქებელით იყო
სავსე.
ქალმა შეთავაზება მიიღო.
ეს ამერიკული სპეცსამსახურების აპრობირებული მეთოდია და ტერაქტის
ჩადენის ფაქტი, ბრალის წასაყენებლად, აუცილებელი აღარ არის.
Internet.ge