სამართალდამცავებმა ავღანეთში
მომსახურე სამხედრო, 24 წლის დევიდ მიშელ ფორდი დააკავეს. მას 25 არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმაში
ედება ბრალი.
როგორც ვაშინგტონის პოლიციისათვის
გახდა ცნობილი, ფორდი სოციალური ქსელის, Facebook–ის მეშვეობით თინეიჯერ გოგოებს
უკავშირდებოდა და საჩუქრების სანაცვლოდ გაშიშვლებას აიძულებდა. თავდაპირველად ის
არასრულწლოვნებს სექსუალურ თემებზე ესაუბრებოდა
და შემდეგ აშანტაჟებდა. ის გოგონებს ემუქრებოდა, თუ არ დასთანხმდებოდნენ გახდაზე,
მაშინ მათ შეტყობინებებს მშობლებს ანახებდა.
ფორდი გოგონებს
ძვირადღირებულ საჩუქრებს, iPhones, ‘’ვიქტორია სეკრეტის" ნივთებს, საკონცერტო დარბაზის ბილეთებსა და ხშირად ფულსაც
სთავაზობდა.
დაკავებულ სამხედროს
ბრალად ედება არასრულწლოვნების სქესობრივ საქმიანობაში ჩართვა, უმნიშვნელო ხასიათის
სქესობრივი საქმიანობა, კომუნიკაცია ამორალური მიზნებისათვის, სექსუალური
ექსპლუატაცია.
სასამართლო პროცესი
სამშაბათს გაიმართება. პოლიციას ხელთ აქვს დანაშაულის დამამტკიცებელი ჩანაწერები.
internet.ge