მილიციამ დააკავა დნეპროძრჟინსკის საქალაქო საბჭოს
ორი დეპუტატი, რომელთაგან ერთი რადას დეპუტატობის კანდიდატიც არის. მათ სამი
მოქალაქის წინააღმდეგ ელექტროშოკების გამოყენება ედებათ ბრალად, რის გამოც ამ
ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს.
ეჭვმიტანილები ქალაქის საბჭოს სამეწარმეო
საქმიანობის კომისიის წევრები არიან.
სწორედ მეწარმეებს მიაყენეს მათ ზიანი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დეპუტატები
წინასწარგანზრახულად მოქმედებდნენ, მათ ჯგუფის შემადგენლობაში, დაუდგენელ პირებთან
ერთად, „ხულიგნური მოსაზრებებით“ სამი პირის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენეს,
მეოთხეს კი სხეულის სხვა ტიპის დაზიანებები მიაყენეს.
წინასწარი გამოძიება ისევ გრძელდება. ჯერჯერობით
უცნობია, რა მიზანს ემსახურებოდა დეპუტატების ქმედება.
Internet.ge