უფაში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც
გასაძარცვ ავტომანქანასთან ჩაეძინა.
პოლიციამ ქუჩაში მინებჩამტვრეული „ფორდი“ შენიშნა, როგორც დაადგინეს, ქურდი
მაგნიტოფონის ამოღებას ცდილობდა, თუმცა ის სტაციონარული იყო და მისი წაღება
ფიზიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა.
მანქანის გვერდით 23 წლის ნასვამ მდგომარეობაში
მყოფი ახალგაზრდა შენიშნეს, რომელსაც ტკბილად ეძინა. თავიდან იმედი ჰქონდათ, რომ
შესაძლოა, ის ქურდობის მცდელობის მოწმე ყოფილიყო, თუმცა როცა გააღვიძეს, მან
თავადვე აღიარა, რომ ქურდობას აპირებდა.
მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს ის პირობნებაა,
რომელსაც დანაშაულის ადგილზე ეძინება ხოლმე. ცოტა ხნის წინ ეს ახალგაზრდა ბინის
გაქურდვას აპირებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ოთახებში ძვირფასეულობა და ფული
მოაგროვა, სასტუმრო ოთახში მოკალათდა და დაიძინა.
Internet.ge