GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ქართული ოცნების" აქტივისტები ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ (VIDEO)
12:17 17.09.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ტელეკომპანია „რეალ TV“-ის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინცინდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მოხდა.

როგორც ცნობილია, გუშინ, ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ ტელეხიდი გაიმართა, სადაც კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეთა შეკითხვებს პასუხობდა. „რეალ TV“-ს გადამღები ჯგუფი ზესტაფონში სწორედ იმ ადგილას მივიდა, საიდანაც ტრანსლაცია ხორციელდებოდა. ჟურნალისტისა და ოპერატორის გამოჩენა უსიამოვნო აღმოჩნდა „ინფო 9-ს“ ჟურნალისტის - ეკატერინე დუგლაძისთვის.

"რეალ TV“-ს ჟურნალისტის განცხადებით, ადგილზე მისული ეკატერინე დუგლაძე თავის პროფესიული მოვალეობის შესრულებას დაცვის თანამშრომლის ფუნქციასაც უთავსებდა. სწორედ დუგლაძემ გააპროტესტა ადგილზე კოლეგების მისვლა და ცდილობდა ისინი შენობაში არ შეეშვა.  

"რეალ TV“-ს ჟურნალისტი თორნიკე კოშკაძე: „როდესაც მანქანიდან გადავედი, როგორც ჟურნალისტს, მიკროფონი მეჭირა.  ადგილზე მოვიდა „ინფო 9“-ის ჟურნალისტი ეკატერინე დუგლაძე, რომელიც ცდილობდა გავერიდებინე იქაურობისთვის. „ქართული ოცნების“ აქტივისტები გვაყენებდნენ შეურაცხყოფას და გვეძახდნენ აქ თქვენ არაფერი გესაქმებათო. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“რამდენიმე აქტივისტმა გვერდით გამიყვანა და სიტყვიერი შეურაცხოფა მომაყენა, რასაც ანალოგიურადვე ვუპასუხე“.

ჟურნალისტის განცხადებით, ამ ინცინდენტის შემდეგ ის სამმა ადამიანმა მოშორებით გაიყვანა, სადაც "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტს თავში ბოთლი ჩაარტყა.

თორნიკე კოშკაძემ სამართალდამცავ ორგანოებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია ინცინდენტის შესახებ. სამართალდამცავებს აქვთ ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალაც. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.   

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამედიცინო დეპარტამენტს გურამ კერესელიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს კი მაია ხასია უხელმძღვანელებს1
რიჩარდ ნორლანდმა ივანიშვილს ბარაქ ობამას მილოცვის წერილი გადასცა2
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი არაღიარებული რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის დააჯარიმა3
მამაკაცმა ქორწინების უფლების სანაცვლოდ დანაშაული აღიარა4
ასტრონომებმა სუპერდედამიწა აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X