გამოძიებამ ჩრდილოეთ
კალიფორნიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები დაადგინა.
ყოფილმა მოკრივემ ჯერადო
ვაიათმა თავის 21 წლის მეგობარი ტეილორ პაუელე 2010 წელს მოკლა, თუმცა ამ დრომდე
ის დანაშაულს არ აღიარებდა.
ახლა კი იძულებული გახდა
თავისი სისასტიკის შესახებ ეამბნა გამოძიებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს
სისასტიკე ფსიქოდელიური ჩაის ზემოქმედების ქვეშ გააკეთა.
პოლიციამ ყოფილი მოკრივე
საკუთარ სახლში, სისხლში ამოსვრილი დააკავა.
გამოძიების მასალების თანახმად ირკვევა, რომ მან მეგობარს ენა, თვალები და გული
ჯერ კიდევ იმ დროს ამოაცალა, სანამ ის ცოცხალი იყო.
ვაიათს სამუდამო
პატიმრობა აქვს მისჯილი. ამ დღეებში მან აღიარებით ჩვენებას მოაწერა ხელი. მას
ვადამდელი შეწყალების უფლება 2062 წელს აქვს.
Internet.ge