ქალმა მასთან მცხოვრები მეგობარი მამაკაცი
სამზარეულოს დანით მოკლა.
კონფლიქტი გაურკვეველი მიზეზით მას შემდეგ
წარმოიშვა, რაც მათ ერთად არაყი დალიეს.
35 წლის სახალინელმა ქალმა მამაკაცს მოულოდნელად
ჯერ რკინის ხელჯოხი ჩაარტყა და გათიშა, შემდეგ კი დანით მრავალჯერადი ჭრილობა
მიაყენა სხეულის სხვადასხვა არეში.
დილით, როცა გამოფხიზლდა, მან თავად დარეკა
პოლიციაში. ის დააკავებულია და აღიარებით ჩვენებას იძლევა.
Internet.ge