იაროსლავლის პოლიცია ეძებს 23 წლის მამაკაცს,
რომელიც თავისი 49 წლის დეიდის მიმართ ძალადობრივ სექსუალურ ქმედებებშია
ეჭვმიტანილი. საქმე აღძრულია, მაგრამ დამნაშავეს ვერ პოულობენ.
ცნობილია, რომ ახალგზარდა დეიდასთან სტუმრად
ჩავიდა, ნასვამ მდგომარეობაში მის ოთახში შეიჭრა და ქალის გაუპატიურება სცადა,
თუმცა ყვირილის გამო საქმის ბოლომდე მიყვანა ვეღარ მოახერხა და გაიქცა.
ქალმა მომხდარი მაშინვე პოლიციას აცნობა.
ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ ცნობილია, რომ ის
არაერთხელაა ნასამართლევი ქურდობისათვის. ამჯერად, მას 6 წლით თავისუფლების
აღკვეთა ემუქრება.
Internet.ge