ნევადაში, გაზაფხულზე
გარდაცვლილი მამაკაცის სახლში 7 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ოქრო
აღმოაჩინეს.
ვოლთერ სამასკო მაისში
გარდაიცვალა, თუმცა, მის სხეულს მხოლოდ ივნისში მიაგნეს. მეზობელმა ცხელ ხაზზე
დარეკა და სამართალდამცავებს შეატყობინა, რომ გვერდითა სახლიდან უცნაური სუნი
გამოდიოდა.
გარდაცვალებიდან სამი
თვის შემდეგ, მომხდარის მიზეზის კვლევისას
პოლიციამ განძი აღმოაჩნა, რომელშიც უძველეს ინგლისური და სამხრეთ აფრიკული მონეტები
იყო.
ახლობლების
განცხადებით, არავინ იცოდა, რომ სამასკო ოქროს ნივთებსა და მონეტებს ინახავდა.
Internet.ge