მექსიკის ციხიდან 132
ადამიანი გვირაბის მეშვეობით გაიქცა. ციხე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვართან
ახლოს მდებარეობს.
ხელისუფლების
წარმომადგენელთა განცხადებით, გაქცეული პატიმრები საზღვრის გადაკვეთას და აშშ–ში
შეღწევას შეეცდებიან. ამიტომ, საზღვართან
გაძლიერებული კონტროლი მიმდინარეობს.
გამომძიებელ ჰომერო
რამოს გლორიას განცხადებით, გათავისუფლებულები არიან ციხის დირექტორი და კიდევ ორი
თანამშრომელი.
„გვიარაბი არ არის ერთი
დღის გათხრილი. ამაზე პატიმრები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ. ეს კი იმაზე
მეტყველებს, რომ ციხეში არ არის საკმარისი კონტროლი“, - დასძინა გლორიამ.
სამართალდამცავების
განცხადებით, მათ ციხეში აღმოაჩინეს თოკები და ელექტრონული კაბელები, რომლებიც პატიმრებმა
გაქცევისათვის გამოიყენეს.
ხელისუფლებამ
პატიმრების მოძებნისთვის ჯილდოდ 15 000 ამერიკული დოლარი დააწესა.
„Foxnews“ -ის ცნობით,
ეს არის ყველაზე მასშტაბური გაქცევა მექსიკის ციხიდან.
internet.ge