სოჭის ახალგაზრდული
პარლამენტის დეპუტატმა ვლადიმერ ავაკიანმა მამასთან ჩხუბის შემდეგ თვითმკვლელობა
გადაწყვიტა და ხიდიდან გადახტა. სუიციდის ფაქტის დაფიქსირება ვიდეოკამერამ შეძლო.
ტრაგედია სვეტლანოვსკის
ხიდზე მოხდა, რომლის სიმაღლეს 27 მეტრია. შესაბამისად, ავაკიანის მიერ მიღებული
თავისა და ხერხემლის ტრავმები სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა და ექიმებმა მისი
გადარჩენა ვერ შეძლეს.
ცნობილია, რომ სუიციდამდე
ახალგზარდას კონფლიქტი მოუვიდა მამასთან, 56 წლის ბინზესმენ სერგეი ავაკიანთან.
დავის თემა ცნობილი არ არის, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ სწორედ ამ ჩხუბის შემდეგ გაემართა ახალგაზრდა ხიდისკენ.
მას ყოველ წუთს ურეკავდა
მამა, თუმცა შვილი ზარებს არ პაუსხობდა, რაღაც მომენტში კი წამოდგა და გამვლელების
თვალწინ ხიდიდან გადახტა.
ტრაგედიის ერთ-ერთ მთავარ
მიზეზად გამოძიება სწორედ ოჯახურ დავას მიიჩნევს.
სამართალდამცველები ახლა
თვითმკვლელობამდე სიტუაციას არკვევენ, რათა გასაგები გახდეს, რამ განაპირობა
სუიციდის ფაქტი.
Internet.ge