საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, პატიმართა წამების
ფაქტზე 10 პირია დაკავებული.
საქართველოს მთავარი პროკურორის, მუღთაზ ზოდელავას განცხადებით,
დაკავებულებს შორისაა დავით ხუჭუა, რომელიც მე-8 საპყრობილის დირექტორი იყო.
მისი თქმით, პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე
დაკავებულნი არიან: გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოადგილე,
დავით ხუჭუა - გლდანის მერვე საპრყობილის დირექტორი, ვიქტორ ყაჭეიშვილი - გლდანის
საპრყობილის დირექტორის მოადგილე. ლევან ფურცხვანიძე - ციხის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, გიორგი
კვარაცხელია - გლდანის # 8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი, ოლეგ ფაცაცია -
საპყრობილის უსაფრთხოების რეჟიმის უფროსი, მანუჩარ ლომთაძე - საპყრობილის
კონტროლის ინსპექტორი, გელა ცომაია - ოპერატიული მორიგე, ლევან ფხალაძე - საპყრობილის
კონტროლიორი, ბორის ფარულავა - უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი. რაც შეეხება
კიდევ ერთ დანმაშავეს, ზოდელავას განმარტებით, ვლადიმერ ბედუკაძეს ბრალი
დაუსწრებლად წაეყენა, ის ძებნაშია.
მიმდინარეობს გამოძიება სხვა დამნაშავე პირთა გამოსავლენად.
"ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთლობის ხელყოფა უმკაცრესად იქნება
დასჯილი“,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა. მისი თქმით გამოძიებამ დაადგინა რომ საპყრობილეში
პატიმართა წამებასაც ქონდა ადგილი.
„ლევან ფურცხანიძე და ბედუკაშვილი, დაქვემდებარებულ პირებთან ერთად
პატიმრებზე არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდნენ და ვიდეო ფირზე აღბეჭდავდნენ
წამებას“,- განაცხადა ზოდელავამ.
Internet.ge