GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს პროკურატურის განცხადება
13:03 19.09.2012
დღის სიახლეები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამება) და 1443 (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებით დაკავებულია 10 მოხელე, ერთს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და იძებნება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვა დამნაშავე პირთა დასადგენად.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული არიან:

1. გაგა მკურნალიძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე

2. დავით ხუჭუა – მე-8 საპყრობილის დირექტორი

3. ვიქტორ ყაჭეიშვილი – მე-8 საპყრობილის დირექტორის მოადგილე

4. ლევან ფურცხვანიძე – მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი

5. გიორგი კვარაცხელია – მე-8 საპყრობილის რეჟიმის უფროსი ინსპექტორი

6. ოლეგ ფაცაცია - მე-8 საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი

7. მანუჩარ ლომთაძე – მე-8 საპყრობილის კონტროლის ინსპექტორი

8. გელა ცომაია – მე-8 საპყრობილის ოპერატიული მორიგე

9. ლევან ფხალაძე – მე-8 საპყრობილის კონტროლიორი

10. ბორის ფარულავა – მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი

11. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება მე-8 საპყრობილის ყოფილი მორიგე ინსპექტორი - ვლადიმერ ბედუკაძე

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში არსებობდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც არღვევდნენ პატიმართა უფლებებს, ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოხელეთა ერთი ჯგუფი, ლევან ფურცხვანიძისა და ვლადიმერ ბედუკაძის ხელმძღვანელობით,  ახორციელებდა პატიმართა მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, ვიდეო ფირზე აღბეჭდავდა საკუთარ და სხვა პირთა დანაშაულებრივ ქმედებებს  და სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ  გადასცემდა მესამე პირებს. მესამე პირთათვის ჩანაწერების გადაცემას ორგანიზებას უწევდნენ თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი.

ნებისმიერი პატიმრის კანონიერი უფლების ან ჯანმრთელობის ხელყოფა უმკაცრესად იქნება დასჯილი. გამოძიება გრძელდება და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მორბენალი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ოლიმპიადაზე ათლეტებს გაეჯიბრება1
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი აქცია დაპირისპირებით დასრულდა2
ფოტორეპორტაჟი: ღვთისმშობლის ხატს სისხლი სდის3
გაერო: სირიაში მსხვერპლის რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია4
ნიკა რამიშვილი დასაქმების აგენტებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X