ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე
შეკრებილი მოსახლეეობის ნაწილი ჟურნალისტებს საქმიანობის შესრულებაში ხელს
უშლის.
აქაციის მონაწილეები აგრესიას განსაკუთრებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-
ის გადამღები ჯგუფის მიმართ გამოხატავენ.
როგორც ადგილიდან „ინტერნეტ.ჯი“-ს კორესპონდენტი იუწყება, რამდენიმე
წუთის წინ, აქციის მონაწილე ქალბატონმა ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს ყუთი ესროლა და
განაცხადა, რომ სასურსათო ყუთი რომელშიც ბრინჯი იყო მოთავსებული, მან საქართველოს
პრეზიდენტისგან მიიღო.
თუმცა აქციაზე შეკრებილებს შორის არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც
მოძალადე ადამიანებს თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
პატიმრებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების
ნაწილი პროტესტს ამ წუთებში ფილარმონიის წინ გამოხატავს.
საკონცერტო დარბაზის წინ მოქალაქეები იკრიბებიან და პატიმრებს
სოლიდარობას უცხადებენ.
Internet.ge